Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 211 იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება. 1. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, აგრეთვე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინების ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ იგი დაასკვნის, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 211 2. თუ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, ანგარიშის მოსმენის დასრულებიდან 3 დღის ვადაში დასვას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 211 3. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინება ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია წერილობით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმხილველ კომიტეტსა და განხილვის ვადას. შესაბამისი კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას პარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს დადგენილებას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. |