Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 24 სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა. 1. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევისას, ასევე საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სააგენტო და სამსახური თანამშრომლობენ. 2. სააგენტოსა და სამსახურის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: ა) ინფორმაციის გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის ან/და მცენარის შესახებ არსებული და შესაძლო რისკების თაობაზე, ასევე როგორც საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, ისე მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ან განთავსების შემდეგ განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; ბ) საინფორმაციო ბაზის ხელმისაწვდომობა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთ მიერ წარმოებულ შესაბამის საინფორმაციო ბაზასთან ერთმანეთის დაშვება და მისი ხელმისაწვდომობა, რაც საჭიროა სააგენტოსა და სამსახურის მიერ სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად; |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 24 გ) სწრაფი განგაშის სისტემის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა – სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან ორგანიზება გაუწიონ სწრაფი განგაშის სისტემის ეფექტიან მუშაობას, ასევე ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყონ სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან ან/და მცენარესთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტო და სამსახური ვალდებული არიან თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე შექმნან სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სისტემა. დაუშვებელია ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების, შეუთანხმებელი ან ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მუხლით განსაზღვრულ პრინციპებსა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნებს. |