Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 130 ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები. 1. ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეები ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 2. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მწარმოებელს, ტრეიდერს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს (ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ბუნებრივი გაზი ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარსა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე. 3. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორმხრივი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელონ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად. 4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 130 5. თუ ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ბუნებრივი გაზის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით. |