FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  30

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.
1. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება იწყება ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შეთანხმების საფუძველზე.
2. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის შემუშავების უზრუნველსაყოფად შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულებას. ერთობლივი საბჭო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავითა და ერთობლივი საბჭოს დებულებით დადგენილი წესებით.
3. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა ერთობლივი საბჭოს წარდგინებით მტკიცდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოების ერთობლივი ნორმატიული აქტით.
4. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების წესი და ამ გეგმის შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.