Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 21 მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა. 1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას: ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს; ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს; გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს; ე) მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 21 ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას; ზ) მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას; თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას; ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 21 4. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ. 5. მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისა და მის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს. |