Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 14 ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, გაცემა და განადგურება. 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-3 მუხლებით დადგენილი წესით. 3. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას სააგენტო ახორციელებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 142 და 143 მუხლებით დადგენილი წესით. |