Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 20 3. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საბაზისო აქტივების გასხვისება, გარდა სადამფუძნებლო დოკუმენტით ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ეს პირობები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე საბაზისო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურას და მათი გასხვისების პირობებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გამწევი პირის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, რომელიც მომსახურების გაწევის ფარგლებში შეგროვებულ ან ამოღებულ ფულად სახსრებს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან მიჯნავს, სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ფულადი სახსრების მისთვის გადაცემა, რასაც სადავოდ ვერ გახდის ლიკვიდატორი, დროებითი ადმინისტრატორი, სპეციალური მმართველი, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მმართველი/ზედამხედველი ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი სხვა პირი. აღნიშნული სახსრების მიმართ აღსრულების ღონისძიებების მომსახურების გამწევი პირის მიმართ არსებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენება დაუშვებელია. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 20 5. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საკუთარი აქტივების ნებისმიერი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ინვესტორთა ინტერესებს ემსახურება ან კონკრეტული სეკიურიტიზაციის არსიდან გამომდინარეობს. |
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 20 რისკების მართვა. 1. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, თანხების შეგროვების ან ამოღების ან საბაზისო აქტივების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების შეძენის მიზნით ხელშეკრულება დადოს ინიციატორთან ან სხვა პირთან. ინიციატორის ან სხვა პირის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა არ საჭიროებს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ ლიცენზიას ან ნებართვას. 2. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების გამწევ პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია მომსახურების გაწევის ფარგლებში შეგროვებული ან ამოღებული ფულადი სახსრები საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან ისე გამიჯნოს, რომ შესაძლებელი იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრების მკაფიოდ იდენტიფიცირება. მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დეტალური ჩანაწერები აწარმოოს. |