FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  57

სასამართლოს გადაწყვეტილებით მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება.
1. სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე გამოიტანოს განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, კერძოდ:
    ა) მოვალეს აუკრძალოს მის მფლობელობაში არსებული ლიზინგის, პირობადებული საკუთრების დათქმით ან სხვა საფუძვლით გადაცემული ნივთების დაბრუნება;
    ბ) მოვალეს შეუზღუდოს ან აუკრძალოს  ქონების განკარგვა, მათ შორის, მისი გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, შეაჩეროს მოვალის მიერ დადებული ხელშეკრულების იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც მოვალეს ქონების განკარგვას ავალდებულებს;
    გ) მოვალის კონტრაქტორებს აუკრძალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მოვალისთვის მიწოდების შეწყვეტა, შეჩერება ან/და შეფერხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, თუ მოვალე მათ მიმართ ასრულებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს;
    დ) გამოიყენოს სხვა ღონისძიებები, რომლებიც ამ პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის და რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილად მიიჩნევა გადახდისუუნარობის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  57

2. თუ მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით. სხვა შემთხვევაში მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენება არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებაზე.