FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  247

წარმომადგენელთა კრება.
1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 500-ზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება, ხოლო თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა 200-ზე მეტია, წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ საერთო კრების ნაცვლად წარმომადგენელთა კრება ჩატარდეს.
2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არის კოოპერატივის წევრი, გარდა კოოპერატივის ხელმძღვანელი პირისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა.
3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ მცირე 50 წარმომადგენლისგან, რომლებსაც კოოპერატივის წევრები ირჩევენ. წარმომადგენელს არ აქვს თავისი უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემის უფლება.
4. წარმომადგენელი აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
5. პირი წარმომადგენლად არ შეიძლება აირჩეს 4 წელზე მეტი ვადით.
6. წესდებით უნდა განისაზღვროს:
    ა) კოოპერატივის რამდენ წევრზე აირჩევა ერთი წარმომადგენელი;
    ბ) წარმომადგენლობის ვადა.
მეწარმეთა შესახებ

article  247

7. წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების წესის (მათ შორის, არჩევნების შედეგების განსაზღვრის) შესახებ დაწვრილებითი დებულებები შეიძლება ჩამოყალიბდეს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებულ, ხოლო კოოპერატივის მართვის დუალისტური სისტემის შემთხვევაში − ხელმძღვანელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისთვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა.
8. წარმომადგენელთა არჩევნების ჩატარების ვალდებულება ეკისრება ხელმძღვანელ ორგანოს.
9. თუ წარმომადგენელი უარს იტყვის წარმომადგენლობაზე ან სხვა მიზეზით ვერ შეძლებს თავისი საქმიანობის განხორციელებას, დარჩენილი ვადით უნდა აირჩეს ახალი წარმომადგენელი.
10. არჩეულ წარმომადგენელთა სია სულ ცოტა 2 კვირის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული ან იმავე პერიოდით უნდა იყოს განთავსებული კოოპერატივის ოფისში და კოოპერატივის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში), რათა კოოპერატივის წევრები გაეცნონ მას. არჩეულ წარმომადგენელთა უფლებამოსილება იწყება აღნიშნული სიის გამოქვეყნების ან განთავსების დღიდან. კოოპერატივის წევრს მოთხოვნისთანავე უნდა მიეცეს ამ სიის ასლი.