Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ article 31 კეთილსინდისიერების დაცვა. 1. თუ ხელშეკრულება დაიდო ერთ ქვეყანაში მყოფ პირებს შორის, მაშინ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც კონკრეტული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული სამართლის ნორმების მიხედვით უფლებაუუნარო და ქმედუუნაროა, მხოლოდ მაშინ შეუძლია მიუთითოს უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების მიხედვით თავის უუნარობაზე, თუ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარემ ხელშეკრულების დადებისას იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამის შესახებ. 2. თუ ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობს იურიდიული პირი, მას არ შეუძლია მიუთითოს თავისი ორგანოების ან წარმომადგენლების იმ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შეზღუდვაზე, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის საქმიანობის ადგილას ან ჩვეულებრივ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ არსებობს და რომელთა შესახებაც ხელშეკრულების მხარემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. |