Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 54 საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სამხედრო სამსახურში მიღების წესი. 1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი: ა) ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას; ბ) საკუთარი სურვილით შეიძლება მიღებულ იქნეს პროფესიულ სამხედრო სამსახურში. 2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის დასკვნების საფუძველზე. |
თავდაცვის კოდექსი article 54 საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სამხედრო სამსახურში მიღების წესი. . 4. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი. |