Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საჯარო შესყიდვების შესახებ article 23 უფლებამოსილი ორგანო. 1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები. 3. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით გამოცემა, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მისადაგებისთვის მუშაობა; ბ) საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) საჯარო შესყიდვის პროცესის რეგულირების პოლიტიკის შემუშავება, საჯარო შესყიდვის (გარდა საიდუმლო საჯარო შესყიდვისა) პროცესის განხორციელების კანონიერებაზე ზედამხედველობა; დ) საჯარო შესყიდვების სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 23 ე) შავი სიისა და თეთრი სიის წარმოება; ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად თანხმობის გაცემა; ზ) ელექტრონული სისტემის სრულყოფა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შექმნა; თ) საჯარო შესყიდვების სფეროში სპეციალური სასწავლო პროგრამების მომზადება, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკური ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების გამართვა; ი) საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება, საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემა და გაუქმება; კ) საჯარო შესყიდვების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 4. სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 23 6. სააგენტო ადგენს წლიურ ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ, რომელსაც ყოველი მომდევნო წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. 7. სააგენტოს უფლება აქვს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და საჯარო შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფის მიზნით დაამუშაოს (მათ შორის, მიიღოს, შეინახოს, გამოსცეს ან/და გასცეს) ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, პერსონალური ინფორმაცია (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის/ინფორმაციის ჩათვლით). სააგენტო უფლებამოსილია იმავე მიზნით საგადასახადო ორგანოს მოსთხოვოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. 8. სააგენტოს ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთვის, გამოქვეყნებისთვის, საჯაროდ გამოცხადებისა და ოფიციალური გაცნობისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნება დაინტერესებული მხარისთვის ამ აქტის ოფიციალურ გაცნობად მიიჩნევა. |