Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 732 შემკვეთის მოვალეობანი. 1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით მას დროულად უნდა მიაწოდოს ტვირთის შესახებ შესაბამისი ცნობები, აგრეთვე უნდა მისცეს გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად აუცილებელი მითითებები, მიაწოდოს საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა მოქმედებების შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად აუცილებელი ცნობები. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად აუცილებელი დოკუმენტები. 2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე. 3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად. 4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად. 5. თუ ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია განმასხვავებელი ნიშნები, მაშინ ისინი იმგვარად უნდა იქნეს დასმული, რომ ტვირთის მიტანამდე გარკვევით ჩანდეს. |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 732 6. შემკვეთი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც ექსპედიტორს მიადგება ამ მუხლის წინა ნაწილებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით ექსპედიტორს არ გაუკეთებია შენიშვნა შეფუთვის ან განმასხვავებელი ნიშნის არარსებობის ან ნაკლის თაობაზე, თუმცა ეს ცხადი იყო, ან მას ჰქონდა ცნობები ამის შესახებ ტვირთის მიღებისას. |