Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 15 პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები. 1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, შესაძლებლობის შემთხვევაში – ასევე მისი პიროვნების დამადასტურებელ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას იმ კანონზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამგვარი დანაშაულისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) სასამართლოს განჩინება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ; ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, ხოლო თუ პირი მსჯავრდებულია – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი; გ) კანონის ტექსტი, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა საკანონმდებლო აქტები; დ) შესაძლებლობის შემთხვევაში – ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, გენეტიკური პროფილი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 15 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით. |