Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 356 სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. 1. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებით სასამართლო, თუ ამას მოითხოვენ მხარეები თავიანთი განცხადებით, გადაწყვეტს: ა) ქორწინებაში დაბადებულ ბავშვზე მშობელთა საერთო ზრუნვის საკითხს; ბ) ერთ-ერთი მშობლის ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხს; გ) ბავშვის ერთ-ერთი მშობლისათვის გადაცემის საკითხს; დ) ქორწინებაში დაბადებული ბავშვისათვის მატერიალური დახმარების გაწევის (რჩენის) საკითხს; ე) მეუღლეთა ურთიერთრჩენის საკითხს. 2. განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობისა და მათი შედეგების შესახებ სასამართლოს გამოაქვს ერთიანი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო ცალკე გამოყოფს ქორწინების საქმეებიდან გამომდინარე სხვა საქმეებს, მაშინ მას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებზე გამოაქვს განჩინება. ასეთი განჩინების მიმართ დასაშვებია კერძო საჩივრის შეტანა. |