Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 142 ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება. 1. ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ: ა) მხარეთა მეუღლეებს; ბ) ახლო ნათესავებს − შვილებს, მინდობით აღსაზრდელებს, შვილიშვილებს, დებს, ძმებს, მშობლებს, მშვილებლებს, მეურვეებს, მზრუნველებს, პაპებს, ბებიებს; გ) პირებს, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან. 2. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს. |