FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  39

ელექტრონული რევერსიული აუქციონი.
1. ელექტრონული რევერსიული აუქციონი არის განმეორებადი ელექტრონული პროცესი, რომელიც იმართება წინადადებების სრულად შეფასების შემდეგ და უზრუნველყოფს მათი რიგითობის ავტომატურად განსაზღვრას ელექტრონულ სისტემაში არსებული ალგორითმის გამოყენებით, დაბალი ფასის, ეკონომიკური ეფექტიანობის ან ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმის საფუძველზე.
2. ელექტრონული რევერსიული აუქციონის გამოყენება შესაძლებელია:
    ა) ღია პროცედურაში;
    ბ) შეზღუდულ პროცედურაში;
    გ) წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში;
    დ) კონკურენტულ დიალოგში;
    ე) ჩარჩოშეთანხმებაში, ჩარჩოშეთანხმების მონაწილეებს შორის კონკურენტული პროცესის გამართვისას;
    ვ) დინამიკური შესყიდვის სისტემაში, დინამიკური შესყიდვის სისტემაში დაშვებულ მონაწილეებს შორის.
3. ელექტრონული რევერსიული აუქციონი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პირობებით შეფასების თვლადი კრიტერიუმებია დადგენილი და ალგორითმს შეუძლია მათ საფუძველზე წინადადებების რიგითობა ავტომატურად განსაზღვროს. დაუშვებელია ელექტრონული რევერსიული აუქციონის გამოყენება შეფასების არათვლადი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში.
4. ელექტრონული რევერსიული აუქციონის გამოყენების შესახებ მითითებული უნდა იყოს შესყიდვის პირობებში.