Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 212 საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები. 1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 112-ე−114-ე, 114-3, 114-4 და 114-6−114-16 მუხლებით, 115-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 128-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 130-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178-1 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 2. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ნავსადგურის კაპიტანს და აღნიშნულ ორგანოთა შესაბამის უფლებამოსილ პირებს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 212 3. ნავსადგურის კაპიტანს უფლება აქვს, ამ კოდექსის 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილების სფეროსთვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესს ამტკიცებს აღნიშნული სააგენტოს დირექტორი. |