Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 17 შესწავლის ორგანოს მიერ ფასთან მიმართებით ვალდებულების მიღების პირობები. 1. საქართველოს მთავრობა ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო მის დამტკიცებას არაპრაქტიკულად განიხილავს, მაგალითად, თუ რეალური და პოტენციური ექსპორტიორების რაოდენობა ძალზე დიდია, ან არსებობს სხვა მიზეზი, ზოგადი პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ შესწავლის ორგანო გადაწყვეტს, არ დამტკიცდეს ექსპორტიორის ვალდებულება, იგი აცნობებს მას ამ ვალდებულების შეუსაბამობის მიზეზებს. შესწავლის ორგანო ექსპორტიორს აძლევს საშუალებას, წარმოადგინოს წერილობითი შენიშვნები აღნიშნულთან დაკავშირებით. 2. საქართველოს მთავრობა ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი წინასწარი დასკვნის საფუძველზე. 3. შესწავლის ორგანო ექსპორტიორს აცნობებს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს და აძლევს რეაგირების ადეკვატურ საშუალებას. 4. ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღების შემთხვევაში შესწავლა შეიძლება გაგრძელდეს მისი მოთხოვნის ან შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. |
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 17 5. თუ, შესწავლის ორგანოს დასკვნის მიხედვით, დემპინგური იმპორტის არსებობა არ დგინდება, ექსპორტიორი თავისუფლდება ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დემპინგური იმპორტის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილება ვალდებულების აღების შედეგად იქნა მიღებული. ასეთ შემთხვევაში შესწავლის ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების მოქმედების მისაღები პერიოდით, ამ კანონის შესაბამისად გაგრძელება. 6. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია ექსპორტიორისგან გამოითხოვოს ვალდებულების შესრულების თაობაზე ინფორმაცია და გადაამოწმოს მისი ნამდვილობა. 7. ექსპორტიორის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის/შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შემოღებული იქნება იმ პროდუქტზე, რომელიც მიმოქცევაში წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებამდე 90 დღით ადრე იქნა გაშვებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის იმპორტი ვალდებულების დარღვევამდე/შეუსრულებლობამდე განხორციელდა. |