Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ article 33 სოციალური დაცვა. 1. აუდიტორი ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა აუდიტორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით , კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში. 3. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. იგი იკრძალება სახელმწიფოს ხარჯზე. 4. გენერალურ აუდიტორს ან მის მოადგილეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 5. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. |