FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

article  34

მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა.
1. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დაინტერესებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თუ ეს ცვლილება არ ეხება საერთო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში ცვლილების შეტანასთანდაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული უნდა იქნეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტი.
2. თუ მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმაში შესატანი ცვლილება ეხება საერთო ინტერესებს, დაინტერესებული მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ამ გეგმაში აღნიშნული ცვლილება შეიტანება ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობის საფუძველზე.
3. მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად.