FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  70

ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები.
1. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას ლტოლვილთა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა დახმარების სფეროში.
2. ამ კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური შემწეობის გაცემა შეუჩერდება იმ ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს, რომელიც:
    ა) საქართველოს 1 თვეზე მეტი ხნით დატოვებს;
    ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება;
    გ) პირადი განცხადებით უარს იტყვის ყოველთვიური შემწეობის მიღებაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა აღდგება მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ პირადი განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვიდან.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეჩერებული ყოველთვიური შემწეობა არ ანაზღაურდება მისი შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.