FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  24

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა უშუალოდ მისგან შეგროვების შემთხვევაში.
1. მონაცემების უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან შეგროვებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა შეგროვებამდე ან შეგროვების დაწყებისთანავე მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
    ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, მისი წარმომადგენლის ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია;
    ბ) მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ;
    გ) მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ, ხოლო თუ მონაცემთა მიწოდება სავალდებულოა − მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მონაცემთა შეგროვება/მოპოვება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების დასადებად (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);
    დ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების შესახებ, თუ მონაცემები მუშავდება ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
    ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  24

ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობა ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ზ) მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შესახებ, მათ შორის, მონაცემთა გადაცემაზე ნებართვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი გეგმავს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემას;
    თ) მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
    ი) მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მონაცემთა სუბიექტი უკვე ფლობს ამ ინფორმაციას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  24

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ მოქმედებს, თუ სპეციალური კანონმდებლობა ადგენს მონაცემთა სუბიექტისგან მონაცემების შეგროვებისას მისი ინფორმირების განსხვავებულ წესს და ეს წესი არ იწვევს მონაცემთა სუბიექტის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ არ არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის საფუძვლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
5. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს, განსაკუთრებით − თუ მონაცემთა სუბიექტი არასრულწლოვანია, მიაწოდოს მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე. ამ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ზეპირად ან წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტი ინფორმაციის წერილობით მიღებას ითხოვს.