FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  27

ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები.
1. თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის საშუალო, ცუდი ან ძალიან ცუდი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყლის ობიექტი განიცდის ძლიერ ანთროპოგენურ ზემოქმედებას, ან მისი ბუნებრივი მდგომარეობა იმგვარია, რომ შეუძლებელია წყლის კარგი სტატუსის მიღწევა, ან მოითხოვს არაადეკვატური ხარჯის გაწევას. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია ნაკლებად მკაცრი გარემოსდაცვითი მიზნების დასახვა და წყლის სტატუსის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება. 2.თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი „წყლის კარგი სტატუსი“, „კარგი ეკოლოგიური სტატუსის“ და „კარგი ქიმიური სტატუსის“ ჩათვლით, ხოლო ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტისთვის − „კარგი ეკოლოგიური პოტენციალი“ და „კარგი ქიმიური სტატუსი“.
3. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის ცუდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები.
4. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსი.