FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  34

ამომრჩევლის ბარათი.
1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30 დღისა და არაუგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებულია:
    ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
    ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
    გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
    დ) საარჩევნო უბნის ნომერი;
    ე) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
    ვ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. 1​1. ამ მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის ბარათის ამომრჩევლისთვის გადაცემის კონკრეტული ვადა, აგრეთვე ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომრისა და სხვა რეკვიზიტების შესახებ ინფორმაციის ამომრჩევლისთვის მიწოდების წესი განისაზღვრება უსკოს განკარგულებით.
2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ.