Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეწარმეთა შესახებ article 251 კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო და მისი კომპეტენცია. 1. კოოპერატივის მართვის მონისტურ სისტემაში კოოპერატივის ხელმძღვანელ ორგანოს მინიჭებული აქვს კოოპერატივის ხელმძღვანელობისა და მესამე პირებთან ურთიერთობაში კოოპერატივის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. 2. კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო შედგება არანაკლებ 2 წევრისგან, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს არაუმეტეს 3 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. 4. ხელმძღვანელი პირი ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს გამოწვეული ხელმძღვანელი ორგანოს წევრობიდან, თუ ამ გადაწყვეტილებას საერთო კრების მონაწილეთა 2/3 დაუჭერს მხარს. 5. ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარე აირჩევა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან ხმების უმრავლესობით. თუ საბჭო 2 წევრისგან შედგება, ისინი ხელმძღვანელი ორგანოს თავმჯდომარის ფუნქციებს მორიგეობით, ყოველწლიურად შეასრულებენ. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის ზოგადი ნაწილით დადგენილი ნორმები ხელმძღვანელი ორგანოს შესახებ. |