Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 4 ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა. 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის საფუძველზე, ხოლო აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა − საქპატენტის მიერ მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებით. 2. საქართველოში უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქპატენტის მიერ მისი რეგისტრაციის ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე. 3. რეგისტრირებული ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა და საქპატენტის მიერ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა შეიტანება რეესტრში. რეესტრის მონაცემები საჯაროა. |