Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 1 კანონის მიზანი და მოქმედების სფერო. 1. ამ კანონის მიზანია გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების უზრუნველყოფა. 2. ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და ძირითად პრინციპებს, ადგენს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების, მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების სისტემასა და ფუნქციებს. 3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |