FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  9

გადახდის, კლირინგის და ანგარიშსწორების საბოლოობა.
1. სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებას არ აქვს უკუქცევითი ძალა და გავლენას არ ახდენს სისტემაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ან მონაწილეობიდან გამომდინარე იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე წარმოიშვა.
2. ამ თავის მიზნებისათვის, ეროვნული ბანკის სისტემების მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:
    ა) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსგან მონაწილის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან/და გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღება;
    ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოცემა, თუ მონაწილე არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი;
    გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისაგან შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;
    დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  9

3. იმ სისტემის მონაწილის მიმართ, რომლის ოპერატორიც არ არის საქართველოს ეროვნული ბანკი, საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებად მიიჩნევა:
    ა) ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი;
    ბ) ოპერატორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მონაწილე სადაზღვევო ორგანიზაციაა;
    გ) ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად ოპერატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისგან შესაბამისი შეტყობინების მიღება;
    დ) სხვა უფლებამოსილი პირისგან მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ოფიციალური ინფორმაციის მიღება. 4.  ამ პუნქტის მოთხოვნები სავალდებულოა მესამე პირებისთვის, მათ შორის, ლიკვიდატორისთვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისთვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს:
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  9

ა)  ის  ტრანსფერორდერი,  რომელიც  სისტემის  წესების  მიხედვით  სისტემის მიერ მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ამ ტრანსფერორდერის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვა ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ;
    ბ) ტრანსფერორდერიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, როდესაც ტრანსფერორდერი სისტემის წესების მიხედვით სისტემის მიერ მიღებულ იქნა საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე, მიუხედავად იმისა, ურთიერთგაქვითვა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.
5. საკლირინგო დაწესებულებაში ურთიერთგაქვითვის განხორციელება სავალდებულოა მესამე პირებისთვის, მათ შორის, ლიკვიდატორისთვის, გაკოტრების მმართველისთვის, დროებითი ადმინისტრატორისა და სპეციალური მმართველისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული და სასამართლო  ორგანოებისთვის, და არ შეიძლება სადავო გახდეს, თუ მოთხოვნებისა  და ვალდებულებების შესახებ შეტყობინება საკლირინგო დაწესებულებას საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე გაეგზავნა, მიუხედავად იმისა, თავად ურთიერთგაქვითვის ოპერაცია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე განხორციელდა თუ მისი ამოქმედების შემდეგ.