FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

article  31

მოსაკრებლის გადახდის წესი.
1. მოსაკრებლის გადამხდელის მიერ მოსაკრებელი გადახდილად ითვლება, თუ მოსაკრებლის მიმღებ ორგანოში წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი საბუთი ან/და დოკუმენტი. ამასთანავე, მოსაკრებლის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) საბუთის ან/და დოკუმენტის მიმართ მოთხოვნებს, მისი წარდგენის წესს და მიღების ან/და აღიარების პროცედურებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.