FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ლობისტური საქმიანობის შესახებ

article  10

ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაში მონაწილეობის უფლება.
1. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) მიერ დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) ღია განხილვის ყველა სტადიას. ღია განხილვის დროს ლობისტს წარმომადგენლობითი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) გადაწყვეტილებით, მისთვის დაწესებული რეგლამენტით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტთან (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებთან) დაკავშირებით გამართულ კამათში.
2. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს დახურულ სხდომას, მონაწილეობა მიიღოს კამათში დავალებით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, გარდა კანონით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი წერილობით აცნობებს ლობისტს დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) ღია განხილვის შესახებ, განხილვამდე არა უგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
ლობისტური საქმიანობის შესახებ

article  10

4. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს წარმომადგენლობითი ორგანოს ღია სხდომას ამ ორგანოს რეგლამენტით საზოგადოებრიობის წარმომადგენელთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე.
5. ლობისტს უფლება აქვს წარმომადგენლობით ორგანოში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დროს, გარდა პლენარული სხდომებისა, გამოვიდეს რეგლამენტირებული სიტყვით.
6. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან მის სტრუქტურებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვას, რომლის ჩატარების დროს და ადგილს შესაბამისი ორგანოს ან სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი აცნობებს ლობისტს განხილვამდე არაუგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვის დროს ლობისტს ამ ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება.
ლობისტური საქმიანობის შესახებ

article  10

7. ლობისტს უფლება აქვს, შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს, აღმასრულებელ ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე. ისინი უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს.