Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 16 მუხლი 16-1. ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტს. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შესაბამისი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. 2. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. 3. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი უფლებამოსილია: ა) განიხილოს და შეიმუშაოს საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ბ) განიხილოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნები ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; გ) განიხილოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სფეროში შემავალი კონკრეტული შემთხვევები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; დ) ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულებს მოსთხოვოს და დადგენილ ვადაში მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე. 4. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 16 მუხლი 16-2. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი 1. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი (შემდგომ − რეზოლუციის კომიტეტი) იქმნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. რეზოლუციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ამასთანავე, რეზოლუციის კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები ან/და მოწვეული პირები, თუ მათი დასწრება აუცილებელია შესაბამის საკითხზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. რეზოლუციის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლება აქვთ მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს. რეზოლუციის კომიტეტს თავმჯდომარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. 2. რეზოლუციის კომიტეტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის გეგმებს, იღებს გადაწყვეტილებებს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე, რისთვისაც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები. 3. რეზოლუციის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წელიწადში ერთხელ ან/და ეროვნული ბანკის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს რეზოლუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე. 4. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო ფუნქციებისა და სხვა ფუნქციებისგან საოპერაციო დამოუკიდებლობას, მათ შორის, ორგანიზაციული მოწყობის კუთხით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით. |