Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. 1. კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები. 2. კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას; დ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; |
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 ვ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა და აღდგენა; ზ) უზრუნველყოს უნიკალური ეკოსისტემებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და დაღუპვისაგან დაცვა; თ) უზრუნველყოს უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებების – შენარჩუნება; ი) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და მეურნეობის სხვა დარგების მდგრადი განვითარება; კ) უზრუნველყოს ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა; ლ) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნებასა და განვითარებას. |