Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 210 (ამოღებულია). 1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 171-1 მუხლის მე-3−4-1 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 178-1 მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 210 3. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის) და 171-1 მუხლის მე-3−4-1 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევებისთვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული უფლებამოსილი პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. |