FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მობილიზაციის შესახებ

article  12

სამობილიზაციო ორგანოები.
1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ სამობილიზაციო დავალებები (დაკვეთები) ან დასახული აქვთ სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარების ამოცანები, სამობილიზაციო ღონისძიებების ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით თავიანთ სტრუქტურაში ქმნიან სამობილიზაციო ორგანოებს.
2. სამობილიზაციო ორგანოების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის ხელმძღვანელებს.
3. სამობილიზაციო ორგანოებისა და სამობილიზაციო მოსამსახურეთა დაფინანსება ხორციელდება:
    ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში – მათთვის ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;
    ბ) მუნიციპალიტეტებში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;
    გ) სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში – საკუთარი შემოსავლებიდან.
4. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამობილიზაციო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.