Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ტყის კოდექსი article 9 დაცვითი კატეგორიის ტყე. 1. დაცვითი ტყე არის ტყე, რომელიც ასრულებს დასახლების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, კულტურის/ისტორიული ძეგლის, ინფრასტრუქტურისა და მოწყვლადი ტერიტორიის დაცვის ფუნქციას. დაცვითი ტყის ფართობების გამოყოფისას მანძილი ბუნებრივი წყალგამყოფით იზღუდება. 2. დაცვით ტყეს მიეკუთვნება: ა) სუბალპური ტყე; ბ) ტყის შემქმნელი სახეობებით დაუფარავ სივრცეებს შორის მდებარე, ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 30 ჰა-მდე ფართობის ტყე; გ) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ-მდე სიგანის ტყე; დ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე; ე) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ-მდე სიგანის ტყე; ვ) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; ზ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ-მდე სიგანის ტყე; თ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიის ნაპირიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ი) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; კ) ეროზირებულ ფართობზე და ამ ფართობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ლ) მცოცავ ნიადაგზე და ამ ნიადაგიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; |
საქართველოს ტყის კოდექსი article 9 მ) მეწყერსაშიშ ფერდობზე და ამ ფერდობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე; ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ-მდე რადიუსში მდებარე ტყე. |