Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ამნისტიის შესახებ article 8 1. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ქალს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ხოლო ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის ბრალდებულ ქალს დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით შეეცვალოს დანიშნული სასჯელი, თუ აღნიშნული მსჯავრდებული ქალი/ბრალდებული ქალი, ამ კანონის თანახმად, სრულად არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და იგი მსჯავრდებულია/ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ), XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში) ან XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომელიც მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. |
ამნისტიის შესახებ article 8 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ქალი მსჯავრდებულია/ბრალდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავით (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმავე პუნქტში აღნიშნულ მსჯავრდებულ ქალს/ბრალდებულ ქალს შეეცვლება, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 4. მსჯავრდებულ ქალს/ბრალდებულ ქალს, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი/დანიშნული სასჯელი ამ მუხლის საფუძველზე შინაპატიმრობით შეეცვალა, სასჯელის მოხდის წესსა და პირობებს ინდივიდუალური შეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროების საფუძველზე განუსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. 5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ქალს ამ კანონის საფუძველზე უმცირდება დანიშნული სასჯელი, მას შინაპატიმრობით შეეცვლება სასჯელის ის ნაწილი, რომელიც მოსახდელი დარჩება სასჯელის ამ კანონის საფუძველზე შემცირების შედეგად. |
ამნისტიის შესახებ article 8 6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ბრალდებულ ქალს, რომელსაც სასამართლო იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით ვადიან თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებს, დანიშნული სასჯელი სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით შეეცვლება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადით შინაპატიმრობით. |