FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  131

საშეღავათო პირობების დადგენა „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
1. ბუნებრივი გაზის საწარმოს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზის სისტემაზე დაშვების ვალდებულებისგან დროებით გათავისუფლების მოთხოვნით, თუ აღნიშნულ ბუნებრივი გაზის საწარმოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ერთი ან ერთზე მეტი ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების შედეგად შეექმნა ან სავარაუდოა, რომ შეექმნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულე. კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმამდე ან ასეთი უარის თქმის შემდეგ. სისტემაზე დაშვებაზე უარის თქმის შემდეგ კომისიისთვის მიმართვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ბუნებრივი გაზის საწარმოს მიმართვას თან ერთვის ინფორმაცია სირთულის არსისა და ხარისხის, აგრეთვე საწარმოს მიერ მისი გადაჭრის მიზნით მიღებული ზომების შესახებ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  131

2. კომისია დააკმაყოფილებს ბუნებრივი გაზის საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, თუ არ არსებობს „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური სირთულის გადაწყვეტის სხვა გონივრული ალტერნატივა. კომისია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და წარუდგენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. ინფორმაცია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შესაძლოა წარედგინოს აგრეგირებული სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერდასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში მოსაზრების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საკითხი ითვლება მასთან შეთანხმებულად.
3. კომისია საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
    ა) არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ბუნებრივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბების მიზანი;
    ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულებისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება;
    გ) ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის დონე და შესაბამისი ბუნებრივი გაზის საწარმოს მდგომარეობა;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  131

დ) ბუნებრივი  გაზის  საწარმოს,  გადამცემი  სისტემის  ოპერატორის  ან საბოლოო მომხმარებლის  წინაშე არსებული  ეკონომიკური  და ფინანსური სირთულეების ხარისხი;
    ე) შესაბამისი ხელშეკრულების ან ხელშეკრულებების ხელმოწერის თარიღი და პირობები, მათ შორის, ის პირობები, რომლებითაც განისაზღვრება საბაზრო ცვლილებებთან მისადაგების დასაშვები ფარგლები;
    ვ) პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ზომები;
    ზ) ბუნებრივი გაზის საწარმოს შესაძლებლობა, შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულებების აღებისას, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, გონივრულობის ფარგლებში ევარაუდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების წარმოშობის შესაძლებლობა;
    თ) სისტემის სხვა სისტემებთან დაკავშირებისა და მათი ურთიერთთავსებადობის დონე;
    ი) საშეღავათო პირობების დადგენის ზეგავლენა ამ კანონის სათანადო გამოყენებაზე, ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის გამართულ ფუნქციონირებასთან მიმართებით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  131

4. 2006 წლის 1 ივლისამდე დადებულ „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებულმა საშეღავათო პირობების დადგენის შესახებ გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკურად მიზანშეწონილი, ალტერნატიული გამოსავლის პოვნას შეუძლებელს გახდის. მნიშვნელოვან სირთულედ არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი გაზის გაყიდვები არ არის იმ მოცულობაზე ნაკლები, რომელიც „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველის მიერ გარანტირებულად უნდა იქნეს მიღებული. მნიშვნელოვან სირთულედ ასევე არ განიხილება ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია შესაბამისი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან ან ბუნებრივი გაზის საწარმოს მიერ ალტერნატიული გამოსავლის მოძიება.
5. ბუნებრივი გაზის საწარმოს, რომელსაც უარი ეთქვა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საშეღავათო პირობების დადგენაზე, უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს სისტემაზე დაშვებაზე ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე „მიიღე ან გადაიხადე“ ვალდებულების გამო. ამ მიზნით კომისია უზრუნველყოფს მესამე პირის დაშვებას და გაზის მიწოდების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი დებულებების სათანადოდ შესრულებას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  131

6. კომისიის მიერ საშეღავათო პირობების დადგენასთან დაკავშირებით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს და ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.