Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 68 უწყებრივი რეესტრის წარმოება. 1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის მართვისა და მარეგულირებელი ზედამხედველობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად აწარმოებს უწყებრივ რეესტრსდა ახორციელებს მასში მოცემული ინფორმაციის დაცვის ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მარეგულირებელი ორგანოსა და ავტორიზაციის მფლობელი პირის ვალდებულებები მაიონებელი გამოსხივების წყაროს, რადიოაქტიური ნარჩენების და ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით, ასევე უწყებრივ რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან მისი დაშვება განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, შეტყობინების უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები ინსპექტირების უწყებრივ რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებით. |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 68 4. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები ბირთვული მასალების უწყებრივ რეესტრში მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განისაზღვრება „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით. |