Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 15 ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება. 1. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება დასაშვებია სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად (მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, მილსადენების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულებისთვის), აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისთვის. 2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. |
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 15 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხითა“ და „წითელი წიგნით“ დაცული სახეობებისა) განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის/სამუშაოს განხორციელების მსურველი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 4. თუ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო სააგენტოს მიმართავს შუამდგომლობით. ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას. 5. ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას გადაიხდება შესაბამისი კომპენსაცია. აღნიშნული კომპენსაციის გადახდის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |