Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ article 21 რისკების შენარჩუნება. 1. ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი მუდმივად უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 2. თუ ინიციატორი და თავდაპირველი კრედიტორი არ არიან შეთანხმებული იმაზე, თუ რომელი მათგანი უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით უნდა ფლობდეს ინიციატორი. 3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შემცირება, განეიტრალება, ჰეჯირება, აგრეთვე ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს შორის განაწილება, გარდა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის სუბიექტი ინიციატორად არ ჩაითვლება, თუ მისი დაფუძნებისა და საქმიანობის ერთადერთი მიზანი მოთხოვნების სეკიურიტიზაციაა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიას სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი. |