FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  58

სასამართლოს მიერ მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმება.
1. სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
2. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ იძულებითი აღსრულების ღონისძიება ხორციელდება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ან ისეთი ნივთის მიმართ, რომლის რეალიზაციაც, მიუხედავად მისი მახასიათებლების შენარჩუნებისა, მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა გადახდისუუნარობის მასაში მიიმართება და ინდივიდუალური კრედიტორის დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენება.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  58

3. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ამ კანონის 55-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება, თუ საქმეს უცხო ქვეყნის სასამართლო განიხილავს ან საქმე არბიტრაჟის პროცედურული ნორმების შესაბამისად განიხილება და მორატორიუმის ღონისძიების შენარჩუნებით ზიანი ადგება განმცხადებლის კანონიერ ინტერესებს, მათ შორის, მორატორიუმის ღონისძიება განმცხადებლის საპროცესო უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, ან უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო არსებობს ამ უფლების განუხორციელებლობის საფრთხე.
4. სასამართლო გააუქმებს ამ კანონის 55-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მორატორიუმის ღონისძიებას კრედიტორის, მოვალის ან მმართველის/ზედამხედველის განცხადების საფუძველზე, თუ რეაბილიტაციის ხელშეწყობისთვის აუცილებელია დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვა, ხოლო მორატორიუმის ღონისძიების მოქმედება ამ მიზნის მიღწევას ხელს უშლის ან არსებითად ართულებს. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი ვალდებულებების აღება კრედიტორთა მდგომარეობას არ აუარესებს.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  58

7. ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება ბათილია. ამ თავით გათვალისწინებული შეზღუდვების საწინააღმდეგო სხვა მოქმედება, რომელიც არ გულისხმობს გარიგების დადებას, არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  58

5. მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებებისა, აგრეთვე აფასებს, ადგება თუ არა განმცხადებელს ზიანი მორატორიუმის იმ ღონისძიების გამოყენებით, რომლის გაუქმებასაც ის ითხოვს, ხოლო ზიანის მიყენების დადასტურების შემთხვევაში − აღემატება თუ არა ზიანის თავიდან აცილების ინტერესი კრედიტორების თანაბარზომიერი დაკმაყოფილების კანონისმიერ მიზანს. კრედიტორის მიერ ამ კანონის 55-ე მუხლის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში ზიანი შეიძლება ქონების ღირებულების შემცირებით გამოიხატოს.
6. მორატორიუმის ცალკეული ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. თუ განმცხადებელი არის კრედიტორი ან სხვა მესამე პირი, სასამართლო ვალდებულია დანიშნოს ზეპირი მოსმენა. უზრუნველყოფის საგნიდან უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდება ამ კანონის 105-ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში უქმდება ამ კანონის 55-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის ღონისძიება.