Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 38 აეროდრომისა და ვერტოდრომის დაპროექტება და მშენებლობა. 1. აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობისთვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. 3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის შემთხვევაში მათი დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ნორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |
საქართველოს საჰაერო კოდექსი article 38 მუხლი 39. აეროდრომისა და ვერტოდრომის სერტიფიცირება 1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას. 2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. 3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომი, რომლებიც სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომისა და სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომის სერტიფიცირების წესის შესაბამისად. |