Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 55 სამხედრო აღრიცხვის განხორციელების ვალდებულება. 1. პირის სამხედრო აღრიცხვის განხორციელება სავალდებულოა. 2. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) ქალი, რომელსაც სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა არ აქვს, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება ან რომელმაც გაიარა იგი; გ) პირი, რომელმაც თავდაცვის ძალების რეზერვისთვის დადგენილ ზღვრულ ასაკს მიაღწია; დ) პირი, რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; ე) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი. 3. იმ ქალის სამხედრო აღრიცხვას, რომელსაც აქვს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა ან რომელმაც გამოთქვა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან/და სამხედრო სამსახურის (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) გავლის სურვილი, ახორციელებს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტი. 4. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალს, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე საკუთარი სურვილით იქნა აყვანილი, უფლება აქვს, თანამდებობაზე დანიშვნამდე უარი თქვას სამხედრო სამსახურის გავლაზე. ამ შემთხვევაში იგი მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან. |
თავდაცვის კოდექსი article 55 5. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 6. სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირი თავისუფლდება სამსახურიდან/საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამუშაო/სწავლების ადგილისა და შრომის ანაზღაურების/სტიპენდიის შენარჩუნებით. 7. პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |