FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  150

გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:
    ა) არსებობდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა: ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა; ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გადამუშავებული პროდუქტი ამ კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებული შემცვლელი საქონლით იცვლება; ა.გ) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ არსებობს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა;
    ბ) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი;
    გ) დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები: გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას; გ.ბ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ; გ.გ) გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ; გ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;
    დ) გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან.