Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 76 მინდობით აღმზრდელის უფლებები და მოვალეობები. მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობები: ა) იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად; ბ) მინდობით აღსაზრდელს შეუქმნას კეთილსაიმედო ოჯახური გარემო; გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან ურთიერთობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს; ე) იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და შეასრულოს სხვა მოვალეობები. |