Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 4 „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის რეგულირების საგანი. 1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს: ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში; ბ) სამართლებრივ ურთიერთობებს ხმელეთზე, ნიადაგში, წყალში, ატმოსფეროში, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი თავისუფლების, ნახევრად თავისუფლების ან ხელოვნურად შექმნილ გარემო პირობებში მუდმივად ან დროებით მობინადრე გარეულ ცხოველთა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში. 2. ურთიერთობებს იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 4 3. პასუხისმგებლობას იმ სასოფლო-სამეურნეო, შინაურ და სხვა ცხოველთა დაცვის, მოვლა-პატრონობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების დარღვევისათვის, რომლებსაც აქვთ სამეურნეო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, ესთეტიკური და სხვა დანიშნულება, ადგენს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 4. ურთიერთობები ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში რეგულირდება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დროს ტყის, მიწის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 6. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. |