Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 696 თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის მიერ არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მომსახურების მიღება – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმის დაჯარიმებას 2 000 ლარით. 3. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან/და იურიდიული პირის მიერ მომსახურება – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 1 000 ლარით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 800 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 000 ლარით. |