Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 20 პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა. 1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ და ყოფილ წევრებს, ეროვნული ბანკის თანამშრომელს და აუდიტორს არ აქვთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია. 3. ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებისა, „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში საზედამხედველო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 20 41. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ იმავე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 20 6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად, აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებას ან სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი არის მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 20 7. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აკავშირებს. 8. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, აგრეთვე ეროვნული ბანკის თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ვალდებულების ან/და სხვა მატერიალური ვალდებულების თაობაზე, რომელიც ჯამში 10000 ლარს აღემატება. 9. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილი, იმოქმედონ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული იმ მითითებების ან/და ინსტრუქციების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია, ეროვნული ბანკის გარდა, ნებისმიერი სხვა პირისაგან. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. |