Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ article 4 საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი. 1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანა და ეროვნული კატალოგიდან ამოღება ხდება ეროვნული კატალოგის წარმოების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით. 11. იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას, მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ჩატარების ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ სქემას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნულ კატალოგს პერიოდულად აახლებს და წელიწადში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში აქვეყნებს. 5. დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ისეთი ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, რომლებიც ეროვნულ კატალოგში შეტანილი არ არის. |